
პროგრამის სახელწოდება: წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰიდროლოგიის მაგისტრი.
სწავლების ენა: ქართული.

1. მისცეს მაგისტრს თანამედროვე მიღწევათა შესაბამისი საფუძვლიანი ცოდნა ჰიდროლოგიაში, რომელიც ინტეგრირებული მართვის ფუნდამენტური პრინციპების გამოყენებით შეძლებს ქვეყნის ცალკეულ ნაწილებში, მდინარეთა აუზებში და შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარე ძირთადი ჰიდროლოგიური პროცესების შეფასებას, ჩაატარებს მონაცემთა ანალიზს და განახორციელებს შესაბამის გაანგარიშებებს;
2. შეასწავლოს ჰიდროსტიქიური მოვლენების წარმოქმნის, განვითარების და ზემოქმედების, შედეგების შერბილების მექანიზმები და განახორციელოს ჰიდროლოგიური მონიტორინგი თანამედროვე კლიმატური ტენდენციების გათვალისწინებით;
3. გამოუმუშავოს მას კვლევისა და სხვადასხვა ჰიდროლოგიურ პრობლემათა გადაჭრის უნარი და ამით ხელი შეუწყოს დარგში კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის განვითარებას;
4. შეძლებს საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტას - წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ფუნდამენტური საკითხების შეფასებას, ჰიდროლოგიური პროცესების პროგნოზირებას, ცვალებადობის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას და პრევენციის გზების დასახვას.

- ბაკალავრის ხარისხი შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, გეოლოგია, ინფორმატიკა); აგრარული მეცნიერებანი (აგრონომია, სატყეო საქმე და სატყეო მეცნიერება), ინჟინერია (ინფორმატიკა, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება, სამთო და გეოინჟინერია, აგროინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა); სოციალური მეცნიერებანი (საზოგადოებრივი გეოგრაფია); მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები: ეკოლოგია, გარემოსმცოდნეობა, ტურიზმი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- ზეპირი გამოცდა სპეციალობაში.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს ცალკეული რეგიონებისა და მდინარეთა აუზების წყლის რესურსების შეფასების, ჰიდროლოგიურ მონაცემთა დამუშავების და კონკრეტული წყალსამეურნეო ამოცანის შესაბამისად ჩამონადენის სხვადასხვა მახასიათებლების გაანგარიშების უნარი. შეუძლია ჰიდროსტიქიური მოვლენების წარმოქმნის, განვითარების და ზემოქმედების, შედეგების შერბილების მექანიზმების განსაზღვრა და რისკების შეფასებისა და პრევენციის გზების დასახვა. ამასთანავე სხვადასხვა ჰიდროლოგიური პარამეტრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგი და პრაქტიკული ამოცანების შესაბამისად კონკრეტული ჰიდროლოგიური პროცესისა და ობიექტების მდგომარეობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. კურსადმთავრებულს გააჩნია წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიების, მათ შორის კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი. შეუძლია ძირითადი ჰიდროლოგიური პარამეტრების გაანგარიშება და მოდელირება. კურსდამთავრებული ფლობს წყლის რესურსებზე ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის ფორმებსა და მასშტაბების შეფასების უნარს და იცის შავ ზღვასა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მიმდინარე ძირთადი ჰიდროლოგიური პროცესები.

კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები:
სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და საგანმანათლებლო სექტორი, საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციები, წყალსამეურნეო და წყლის მართვის სამსახური, ჰიდრომეტეოროლოგიის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურები, საავიაციო და საპორტო ინფრასტრუქტურა, ნავთობტერმი-ნალები, რეკრეაციული სფერო, რეგიონული და საერთაშორისო ჰიდროლოგიური, მეტეო-როლოგიური პროგრამები, პროექტები და ორგანიზაციები. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.